„მასკს კომპანიის Tesla-სთან გაერთიანება და საქმიანობაზე სრული კონტროლი სურდა“ – OpenAI-ი მილიარდერის სარჩელს პასუხობს

კომპანია OpenAI-მა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელონ მასკის ბრალდებებს უპასუხა, რომელმაც კომპანია ს კომერციალიზაციაში დაადანაშაულა. კომპანიის განცხადებით, ბინზესმენს OpenAI-ის Tesla-სთან გაერთიანება და საქმიანობაზე სრული კონტროლის მიღწევა სურდა.
ადრე ილონ მასკმა OpenAI-ს და მის თანადამფუძნებლებს სემ ალტმანსა და გრეგ ბროკმანს უჩივლა. თავის განცხადებაში, მილიარდერმა OpenAI-ს Microsoft-ის „შვილობილი კომპანია“ უწოდა, რომელმაც გასულ წელს კომპანიაში $10 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მასკმა აღნიშნა, რომ OpenAI არის დახურული კომპანია, რომელიც მუშაობს მოგებისთვის და არა „კაცობრიობის საკეთილდღეოდ“.
OpenAI-მ, თავის მხრივ, უარყო ბიზნესმენის განცხადება, რომ პროექტი მოგებაზეა ორიენტირებული. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სინანულს გამოთქვამენ ელონ მასკის ცვლილებების გამო, რომელმაც თავიდან სტარტაპის წარუმატებლობა იწინასწარმეტყველა, შემდეგ შექმნა კონკურენტი xAI, ახლა კი სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა.
თავის ბლოგში OpenAI დეტალურად აღწერს ელონ მასკთან მუშაობის საკუთარ ვერსიას.
სავარაუდოდ, დაარსების დროს კომპანიას მხოლოდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა სურდა. მაგრამ ილონ მასკმა დაარწმუნა ის, რომ სამიზნედ 1 მილიარდი დოლარი გამოეცხადებინათ.
კომპანია მოჰყავს თავად მასკის წერილი, რომელშიც ის ირწმუნება, რომ სტარტაპს სჭირდება „100 მილიონ დოლარზე ბევრად მეტი თანხა, რათა უიმედოდ არ გამოიყურებოდეს Google-ისა და Facebook-ის ფონზე“.
2017 წელს OpenAI-მ გამოაცხადა, რომ მას სჭირდება „მილიარდები წელიწადში“ მისიის მიზნების მისაღწევად, რომლის მოზიდვასაც, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, ვერ მოახერხებდა. პარალელურად მენეჯმენტმა მასკთან ერთად კომერციული სტრუქტურის შექმნაზე დაიწყო ფიქრი.
შემდეგ, OpenAI-ის ცნობით, ბიზნესმენმა მოითხოვა, რომ დირექტორთა საბჭოზე კონტროლი და საკონტროლო პაკეტი მისთვის გადაეცათ. ბიზნესმენი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დაკავებასაც გეგმავდა. უარის მიღების შემდეგ მასკმა შეწყვიტა ინვესტიცია OpenAI-ში და 2018 წელს შესთავაზა Tesla-სთან შერწყმა. როდესაც წინადადებას არ მოჰყვა ენთუზიაზმი, ბიზნესმენი გავიდა OpenAI-ის დირექტორთა საბჭოდან.
ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Twitter-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა, ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, იურიდიული და პოლიტიკის ყოფილმა მთავარმა ოფიცერმა ვიჯაია გადემ და ყოფილმა იურიდიულმა მრჩეველმა შონ ეჯეტმა სარჩელი შეიტანეს სოციალური ქსელის მფლობელის, ელონ მასკის წინააღმდეგ, გადაუხდელი ანაზღაურების გამო, რომელიც 128 მილიონ დოლარზე მეტია. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანია 2022 წელს იყიდა, ისინი შეუსაბამო ქცევაში დადანაშაულეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ