მასკმა CIA-ის საიდუმლო ბაზა შეცდომით გასაყიდად გამოიტანა
The Telegraph-ის ცნობით, ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა (DOGE) ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ბაზა შეცდომით გასაყიდი სახელმწიფო შენობების სიაში შეიტანა. საიდუმლო ობიექტი ჩრდილოეთ ვირჯინიაში მდებარეობს. ობიექტი გასაყიდი შენობების სიიდან მალევე ამოიღეს თუმცა ფაქტის გახმაურების გამო ბაზა საიდუმლო აღარაა.
ილონ მასკი არამარტო ათიათასობით სახელწიფო მოხელის გათავისუფლების უკან დგას, ის აპირებს სახელწიფო შენობების გაყიდვას. მისი გეგმით მთავრობის კუთვნილი 1 500 შენობიდან 500 უნდა გაიყიდოს. გასაყიდ შენობებში განთავსებულია ფედერალური სააგენტოები და სენატორების ოფისები. მასკის განცხადებით ასეთი შენობების შენახვა ბიუჯეტს 5 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება.
