„მასზე დიდი ქართველი და გულშემატკივარი არ გვეგულებოდა. ხასო ხანგოშვილი ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია” – ამირან არაბული

ფოლკლორისტი ამირან არაბული სოციალურ ქსელში ქისტ მწერალს ასე იხსენებს.
ამირან არაბული: ხასო ხანგოშვილი. მის გვარ-სახელს კარგად იცნობდა როგორც სამუსულმანო, ისე ქრისტიანული სამყარო. პანკისის ხეობაში მასზე დიდი ქართველი (დიახ, ქართველი) და გულშემატკივარი ჩვენ არ გვეგულებოდა.
ავტორი სამაგალითო ქართულით დაწერილი კვალიფიციური წიგნებისა, სადაც ულევი სიბრძნე და გაუხუნარი ცოდნაა დაუნჯებული.
უებროდ მოუბარი და სამეგობრო კაცი, რომლის მსგავსნი, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტანი არიან.
მშობელი ერის მრავალსაუკუნოვანი ტკივილებით დაღდასმული. ჩეჩნეთის დღევანდელობასა და მომავალზე მოფიქრალი. ინტელექტუალი, ვინც ნაწილობრივ შეძლო სათქმელის ბოლომდე თქმა.
სრულიად განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება კავკასიური ზეპირსიტყვიერების მიმართ. მთელი რეპერტუარი, შეიძლება ითქვას, დეტალურად, ძირისძირამდე, ზედმიწევნით იცოდა.
ჩვენი ოჯახისთვის ხასო ხანგოშვილი უდიდესი დანაკლისია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მგლოვიარე პანკისს, სრულიად საქართველოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
„მე არც დიდი მწიგნობარი ვარ და არც მჭევრმეტყველი, არც ენები ვიცი. პატრიოტი ვარ და შემართული ვყვები. ალბათ, ეს მოსწონთ“ – სვეტიცხოვლის ცნობილი გიდი იუბილარია
“საკუთარ სახლში ქირით ვცხოვრობთ, ბავშვებს არასდროს დაუწუწუნიათ, იციან, რომ მაკარონია ჩვენი სადილიც და ვახშამიც…” – ექვსშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
„ქუთაისმა ჯერ ქეთი ბერძენიშვილი ვერ მოინელა, ახლა – ზვიადი… იყო მორიდებული, დიდი ადამიანი…“ – ზვიად სვანაძეს მაკა შალიკაშვილი იხსენებს

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!