მარჯანიშვილის მოედნიდან „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.
მსვლელობაში მონაწილეობას, რომელიც „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად იმართება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები იღებენ.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, -ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯიმ რიშის და სხვა სენატორების ფოტოები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ- “საქართველოს გაუმარჯოს”, “საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას- გაუმარჯოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში