დღეს, 19 ივლისს, მბომბელაში, „მბომბელა სთეიდიუმზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოქმედ და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ესტუმრა და მოსალოდნელი ანგარიშით დამარცხდა.
სამხრეთ აფრიკა 55-10 საქართველო
ლელოები: 8, ვენტერი; 13, 32, მარნუს ვან დერ მერვე; 18, მუდი; 47, 73, ედვილ ვან დერ მერვე; 56, უილემსე; 79, არენდსე — 3, კარკაძე
გარდასახვა: ფაინბერგ-მნგომეზულუ (1/5), პოლარდი (3/3) — მატკავა (1/1)
ჯარიმები: მატკავა (1/1)
პირველივე წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და ჯარიმის გამომუშავება მოახერხა, რაც ჩვენს მიერ მეტოქის 5-მეტრიან ზონაში აგებული მოლიდან ვანო კარკაძის მიერ დადებული ლელოთი დასრულდა. ლუკა მატკავამ არც ისე კომფორტული პოზიციიდან ლელო გარდასახა. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ შემოგვიტია. ჩვენი მხრიდან მცირე ტექნიკური შეცდომები იყო, რითაც ისარგებლეს და მეცხრე წუთზე დაგვალელოვეს, მათმა ათიანმა კი, გასაკვირად, ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა. მიუხედავად ამისა, ხუთიოდე წუთში მასპინძლებმა მეორე ლელო მიითვალეს და წინ 3 ქულის სხვაობით გაიჭრნენ. ამ ორი გაშვებული ლელოს შემდეგ თამაშის განახლებისთანავე მოვახერხეთ შეტევაში წასვლა, მარჯვენა ფრთაზე გატანილი ბურთის შემდეგ დავით ნინიაშვილს აკაკი ტაბუცაძისთვის პასის გაკეთება მართებდა, მაგრამ ლელოზე თავად წავიდა და ცოტა ხანში ბურთიც დავკარგეთ… ამის მერე “ქურციკებმა” ელვის სისწრაფით ხელდახელ ულამაზესი შეტევა ააგეს, მათ კი წინააღმდეგობა უბრალოდ ვერ გავუწიეთ. 28-ე წუთზე აფრიკელთა ნახევარზე გამომუშავებული ჯარიმა 3 ქულად ვაქციეთ. ამ მომენტიდან მალევე საკუთარ შერკინებაში დავჯარიმდით და მარნუს ვან დერ მერვემ დუბლი შეასრულა. ტაიმის ბოლოს აფრიკელები ისევ უტევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ უქულოდ გამოვიდნენ, საკუთარ შერკინებაში “ბორჯღალოსნები” ორჯერ დაჯარიმდნენ, ეს კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს…
მეორე ნახევრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკამ კიდევ ერთხელ დაგვალელოვა. დროის გასვლასთან ერთად ორივე გუნდმა ახალი ძალები ჩართო თამაშში, მაგრამ არც დინამიკა შეცვლილა და არც მდგომარეობა, მხოლოდ ანგარიში – 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა უილემსემ თავი ლელოთი გამოიჩინა. 73-ე წუთზე ედვილ ვან დერ მერვემ ფაფ დე კლერკის ულამაზესი გადაკიდების შემდეგ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ორი ლამაზი კომბინაცია დაამუშავეს, რომელთანაგაც ერთი არენდსეს ლელოთი დასრულდა, მეორე კი – ანდრე პოლარდის. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, მაგრამ რიგ მომენტებში ისე ვცდებოდით, რომ როგორც იმ შეცდომებისგან, ასევე ტექნიკური წუნის შემდეგ გაშვებული ქულებისგან თავის არიდება მარტივად შეიძლებოდა.
შემადგენლობები:
საქართველო – შერკინება – 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ირაკლი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი) – ხაზი – 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი)
სათადარიგო: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (მონტობანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი)
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი (ინგლისი)
სამხრეთ აფრიკა – შერკინება – 1. ვენდერი, 2. მარნუს ვან დერ მერვე, 3. ფუში, 4. ეცებეტი, 5. ნორტიე, 6. კოლისი (კაპ.), 7. დუ ტოი, 8. ვისი – ხაზი – 9. უილიამსი, 10. ფაინბერგ-მნგომეზულუ, 11. არენდსე, 12. დე ალენდი, 13. მუდი, 14. ედვილ ვან დერ მერვე, 15. ფასი
სათადარიგო: 16. მბონამბი, 17. დუ ტოი, 18. კოხი, 19. სნიმანი, 20. სმიტი, 21. დე კლერკი, 22. პოლარდი, 23. უილემსე
მთავარი მწვრთნელი: რასი ერასმუსი (სამხრეთ აფრიკა)
· სირბილის სწავლების ცენტრი მასპინძლები ძალიან სწრაფად და დახვეწილად გადაადგილდებოდნენ. შემდეგინ სპარინგი უკეთესი იქნება!
· ალექს რა შევაფასოთ.. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი.. საბავშვო ბაღი დიდების წინააღმდეგ. ეს იყო და ეს. მოკლედ, ექვსი ერი, თიერ 1 და მსგავსი ზღაპარიყო დავივიწყოთ ჯობია. იმდენი სამოყვარულო და უფრო დაბალი დონის შეცდომა იყო რომ შესაფასებლადაც არაფერია.
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად – უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
U20. საქართველო VS სამხრეთ აფრიკა – 6 ცვლილება “უმცროს ბორჯღალსნებში”
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით – სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]
PREVIEW: საქართველო – ესტონეთი
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
სამხრეთაფრიკული კლუბის პრეზიდენტი ბაზის დატოვებისთანავე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
U20. მ/ჩ: იტალიამ ირლანდიას გამარჯვება გამოგლიჯა, საფრანგეთმა ფრე გააგორა
U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]
შენგელია: “ვერ დავნებდებით – ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შეიცვალოს”
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად – უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა
