მარცხის გარეშე – “მილუოკი ბაქსი” NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

NBA-ის თასის ფინალში “მილუოკი ბაქსმა” “ოკლაჰომა სითი თანდერი” 97:81 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
“ირმებმა” აღნიშნულ ტურნირზე ჯამში 7 გამარჯვება მოიპოვეს და არცერთხელ დამარცხებულან. კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, დემიენ ლილარდმა.
ფინალური მატჩის MVP “მილუოკის” ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, ბერძენმა კალათბურთელმა 26 ქულა, 19 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.
ლილარდმა 23 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.
“ოკლაჰომადან” შაი გილჯეს-ალექსანდერმა საკუთარ გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.
NBA-ის თასი პირველად გასულ სეზონში გაიმართა, მაშინ ტურნირის გამარჯვებული “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” გახდა, “ანგელოზებმა” შარშან ფინალში “ინდიანა პეისერსი” დაამარცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში