“მარტო სახლში 2” – დონალდ ტრამპი რეჟისორს პასუხობს და იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ცნობილი ფილმის ეპიზოდურ როლში

“დონალდ ტრამპი გაბრაზებული უარყოფს ცნობილი საშობაო ფილმის რეჟისორის განცხადებას იმის შესახებ, რომ კამეაში მონაწილეობა ძალდატანებით მოახერხა”, – ამის შესახებ BBC წერს.
საქმე ეხება ფილმს “მარტო სახლში 2: დაკარგული ნიუ-იორკში”, რომლის ერთ-ერთი სცენაც, 1992 წელს, ტრამპის სასტუმროში გადაიღეს. ფილმში, რამდენიმე წამით, ტრამპიც ჩანს.
ფილმის რეჟისორმა, კრის კოლუმბუსმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა ფილმში გამოჩენას, თუ სასტუმროს ფილმის ლოკაციად გამოიყენებდნენ.
-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეპიზოდური როლი მხოლოდ რეჟისორების “ხვეწნა-მუდარის” გამო შეასრულა.
“ძალიან დაკავებული ვიყავი და არ მინდოდა ამის გაკეთება. ისინი ძალიან თავაზიანები, ტაქტიანები იყვნენ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა – შეუპოვრები. მე დავთანხმდი და დანარჩენი უკვე ისტორიაა”, – აცხადებს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში თურქი მესხების დაბრუნების თემა უმეტესად სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა შიდა უსაფრთხოება შეარყიოს თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება