“მარტოობის ასი წლის” მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი (ვიდეო)

2019 წელს Netflix-მა გაბრიელ გარსია მარკესის რომანის მარტოობის ასი წელი ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და სერიალზე მუშაობაც დაიწყო. ახლახან კი პირველი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც აურელიანო ბუენდიას ვეცნობით.

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად”, — ამ სიტყვებით იწყება სერიალის ტრეილერიც და მარკესის წიგნის მოყვარულებს სწორედ იმ ემოციებს გაუღვიძებს, რომლებიც ამ რომანის დაწყებისას დაეუფლათ.