მარტვილში ორი ძმა დაჭრეს

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალდაში საპროტესტო კარავში მყოფი ორი ძმა დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა. დაჭრილები არიან ადგილობრივები:ძმები მინდია და აჩი ბჟალავები. ისინი შვიდ თვეზე მეტია კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სხვა ადგილობრივებთან ერთად.
სხეულის სხვადასხვა არეში მინდია ბჟალავას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. მსუბუქი დაზიანებები მიიღო მეორე ძმამ.
სავარაუდო თავდამსხმელები,ასევე ძმები ხურცილავები სანადირო თოფებით და დანებით იყვნენ შეიარაღებული.
ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი