ევროკავშირი და სომხეთი ისე ახლოს არასოდეს ყოფილან, როგორც ახლა, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მარტა კოსი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
„მდგრადობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში 202 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ და ვიცე-პრემიერ გრიგორიანთან ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ გამოვაცხადე“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
