ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობას პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები წარმართავს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებ დაწერა.
მისი თქმით, ეს მკაფიოდ გამოჩნდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა კოსმა.
შეგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აზერბაიჯანში იმყოფება, რის შემდეგაც ის სომხეთს ეწვევა.




