მარტა კოსი – ავაშენებთ თავისუფალ, მდგრად და ევროპულ უკრაინას

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სუვერენული უკრაინის და მისი ყველა მოქალაქის დამოუკიდებლობის დღეს, რომლებიც იმსახურებენ თავისუფლად აირჩიონ საკუთარი მომავალი, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, ვინც უკრაინის თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა.
„ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, მდგრად და ევროპულ უკრაინას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“- წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ