მარსიალმა შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედი” უფასოდ დატოვოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ანტონი მარსიალმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი უფასოდ დატოვოს. “მანკუნიანელთა” მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ცნობით, კლუბი ზამთარში ფრანგის გასხვისებას არ გეგმავს, თუმცა მარსიალს “წითელ ეშმაკებთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.
მარსიალმა ბოლოს “იუნაიტედის” მაისურით მოედანზე 9 დეკემბერს ითამაშა, მას შემდეგ კი ნიდერლანდელი სპეციალისტი ანტონის აღარ სწყალობს.