მარნეულში, ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა

მარნეულში, მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი, ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც წყარო გვიყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.
მოსახლეობა მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვდა.(მთავარი არხი)
განახლება
როგორც სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა წერს:
,,მარნეული-ბოლნისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი 2 არასრულწლოვან ბავშვს დაეჯახა და ორივე გარდაცვლილია
შარშანაც იგივე მოხდა”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი დავითური – ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანის დახმარების აკრძალვა არსად მინახავს, მათ შორის არც ბელარუსში – შეიძლება არსებობდეს ივანიშვილის შიდაუთანხმოებები, თუმცა ცვლილებები უფრო მასშტაბურია და მთელ საზოგადოებას ფარავს