მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ. წარმოადგინეს ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
„მოეწყო სახალხო სეირნობა, თეატრალიზებული მსვლელობა და პერფორმანსები, ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლურად კოცონიც აანთეს.
თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა ნოვრუზის შესახებ პერფორმანსი წარმოადგინეს.
ასევე, გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში და მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება აშუღი თინა ნარგილეს, ადგილობრივი შემსრულებლების, დუეტი ლეონის და მოწვეული მომღერლის, ვეფა შერიფოვას კონცერტით დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: 50 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ამბობს უკანონო დავალებების შესრულებაზე – ივანიშვილს ვეუბნები: ყველა ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან მის გარშემო მყოფი ადამიანები