მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. – ინფორმაციას ,,მარნეულინიუსი” ავრცელებს.
შემთხვევა ლესელიძის ქუჩაზე №5-ში ინციდენტი მოხდა. თვითმხილველების თქმით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა.
