მარნეულში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი, მამუკა გიგანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აქტივისტმა სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მამუკა გიგანმა მოზარდზე იმის გამო იძალადა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს