მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა

ქვემო ქართლში, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო, ინფორმაცია კი რადიო თავისუფლებას ს პრესსამსახურმა მიაწოდა.
დღეს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (ს გაყალბების) მუხლით დაიწყო. ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით კი, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელშიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას. მან ეს შემთხვევა „ნაცმოძრაობას“ დაუკავშირა.
2024
26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ