მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ბერლინის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის მიწვევით, ბერლინის კონფერენციაში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების დელეგაციებმა ახალი საერთო პლატფორმის „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიური ქალაქები“ პრეზენტაცია წარადგინეს. ამასთან, გამართეს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საფესტივალო ქალაქების მერებთან და დელეგატებთან.
„ერთობლივი პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე, კულტურული, ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას, გრანტების მოზიდვას და ევროპის საფესტივალო ქალაქებთან თანამშრომლობას.
ბერლინის კონფერენციაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, საკრებულოს წევრი: ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბესიკ გელენიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი, მარნეულის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი და საგარეჯოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციების წარმომადგენლები კონფერენციის ფარგლებში, ევროპარლამენტის თავმჯდომარის რობერტა მეცოლას სიტყვით გამოსვლას დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ მარნეული და საგარეჯო, 2023 წლის მაისიდან შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას, რომლის წევრებიც არიან ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბელგრადი, ედინბურგი, კრაკოვი, ლუბლიანა, ჟირონა და სხვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე