მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე, კაუაიში $100 მილიონის ღირებულების ბუნკერს აშენებს. ამის შესახებ ნათქვამია WIRED-ის საგამოძიებო დოკუმენტში.
პროექტის დეტალები გასაიდუმლოებულია. WIRED-მა რამდენიმე წყაროზე, საჯარო ჩანაწერებსა და სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ბუნკერის პროექტზე მომუშავე ადამიანებს, ამ თემაზე საუბარი აკრძალული აქვთ და გაუთქმელობის მკაცრ შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი.
ირკვევა, რომ 2014 წლიდან მიწის მფლობელია კომპანია Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ზაკერბერგი. გეგმების მიხედვით, ობიექტი, რომელიც ცნობილია როგორც «კაულაუს რანჩო», 5000 კვადრატული ფუტის ფართობის მიწისქვეშა ბუნკერს მოიცავს, ექნება საკუთარი ენერგიის წყარო.
კომპლექსი, რომელიც უკვე ნაწილობრივ არის აშენებული, შედგება ათზე მეტი შენობისგან, სულ მცირე 30 საძინებლითა და 30 აბაზანით. ის ორ ძირითად ნაგებობაშია განაწილებული, რომელთა საერთო ფართობი ფეხბურთის ორ მოედანს უტოლდება.
სამშენებლო გეგმების თანახმად, ორი ძირითადი შენობა ერთმანეთთან გვირაბით იქნება დაკავშირებული და გაიშლება 5000 ფუტის ფართობის საცავის გარშემო.
