მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა.
საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს.
„მე მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა იყო არასწორი, და მე ვნანობ, რომ ამაზე უფრო ადრე და გულახდილად არ ვისაუბრეთ“, – წერს ცუკერბერგი.
წერილში ცუკერბერგმა აგრეთვე აღიარა, რომ მან Meta-ს კუთვნილებაში არსებულ პლატფორმებზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ნოუთბუქის შესახებ, რაც მის მონაწილეობას ადასტურებდა ნარკოტრაფიქსა და პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ კონტენტის სტანდარტების გათვალისწინებით კომპრომისებზე არცერთ ადმინისტრაციასთან არ უნდა მივდიოდეთ ზეწოლის შიშით, და ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, თუ ამგვარი რამ განმეორდება“, – აღნიშნავს ის.
ცუკერბერგის თქმით, მას ნეიტრალურად დარჩენა სურს და მოახლოებულ საარჩევნო ციკლში ის მონაწილეობას არ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს