მარკ რუტე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე – ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ნატო რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ მიიჩნევს.
„ნატო-ში ყველა ვთანხმდებით, რომ ნატო-ს ტერიტორიისა და მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის გრძელვადიანი საფრთხეს წარმოადგენს“, – განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე რუსეთისთვის რაღაც დევს, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების თვალსაზრისით.
„უკრაინელები ნამდვილად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა“, – თქვა მან.
მარკ რუტემ უარი თქვა ესაუბრა დეტალებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობების შეთავაზება შეიძლება სურდეთ რუსეთს ან უკრაინას. მისი თქმით, ამაზე საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წაადგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია