მარკ რუტე – მოუთმენლად ველი დენის შმიგალთან თანამშრომლობას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე – უკრაინას ნატო-ს მუდმივი მხარდაჭერა აქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე იულია სვირიდენკოს და დენის შმიგალს უკრაინის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავ იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და მადლობას ვუხდი დენის შმიგალს შესანიშნავი მუშაობისთვის. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის მინისტრის ახალ თანამდებობაზე. ს ნატო-ს მუდმივი მხარდაჭერა აქვს“, – წერს რუტე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკო დაამტკიცა და ქვეყნის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.