ნატო-ს გენერალური მდივანი ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს. მარკ რუტეს თქმით, ალიანსის 22-23 სახელმწიფო უკვე ხარჯავს მინიმალურად საჭირო მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია.
“მათ ვეუბნები, გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები. თუ ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხებთ, შეიძლება სატელეფონო ზარები მიიღოთ ძალიან სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან, რომელსაც შესაძლოა მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევაც სურს” – თქვა რუტემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.