მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდ ნაბიჯს და „გარღვევას” წარმოადგენს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ -ის პრეზიდენტ ს მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება უკრაინისთვის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით “გარღვევას“ წარმოადგენს.
„ის ფაქტი, რომ თქვენ განაცხადეთ, რომ „მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო უსაფრთხოების გარანტიებში“, დიდი ნაბიჯია, ეს ნამდვილად გარღვევაა და ყველაფერს ცვლის. ამიტომ, ასევე მადლობას გიხდით ამისთვის“, – განუცხადა რუტემ ტრამპს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ სთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე.
რუტემ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს „ჩიხის გადალახვისა“ და ს პრეზიდენტის ს მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმატებით დასმისთვის.
შეგახსენებთ, მანამდე ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან ერთად საუბრისას, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების გაგზავნა ში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
„ამაზე, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ“, – დასძინა ტრამპმა.