მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს – დიმიტრი მედვედევი

მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ს ბანაკში გამოადგეს, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
“გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ძალიან ბევრი მაგიური სოკო შესანსლა, რომელიც ნიდერლანდელებს უყვართ. ის ჩინეთსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ხედავს ტაივანის გამო, შემდეგ კი რუსეთის თავდასხმას ევროპაზე. თუმცა, ერთ რამეში მართალია: მან რუსული უნდა ისწავლოს, ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს”, – დაწერა მედვედევმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთს ნატო-ზე თავდასხმისკენ უბიძგოს, რათა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაატანინოს, თუკი ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას დააპირებს.
ipn.ge