მარკ კარნი – პუტინი გამუდმებით აყენებს პირობებს და დროს აჭიანურებს, რადგან ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების საკითხის განსახილველად შეხვედრის ეშინია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„პუტინი გამუდმებით აყენებს პირობებს და დროს აჭიანურებს, რადგან ამ შეხვედრის ეშინია“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, ზელენსკი მზადაა პუტინს „ნებისმიერ ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შეხვდეს.
„ის არ ელის პუტინის კიევში ვიზიტს, მაგრამ თავად არ გეგმავს მოსკოვში ამ შეხვედრაზე წასვლას. თუმცა, ნებისმიერი ადგილი მისაღებია“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა განაგრძონ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ამ შეხვედრის გამართვამდე.
ამასთან, მარკ კარნი არ გამორიცხავს, რომ „მსურველთა კოალიციის“ ფარლებში, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში კანადელი ჯარისკაცები გაგზავნონ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია