მარკ კარნის განცხადებით, ის და დონალდ ტრამპი კანადასა და აშშ-ს შორის შეთანხმების 30 დღეში მიღწევას ცდილობენ

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, ის -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაეთანხმა, რომ მათი ქვეყნები 30 დღის განმავლობაში ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას უნდა შეეცადონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
და მარკ კარნი ერთმანეთს ალბერტაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. კანადის პრემიერის ოფისის ცნობით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კანადასა და აშშ-ს შორის ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დროს წამოჭრილ ძირითად საკითხებზე.
„ამ მიზნით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნულია კანადის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
მარკ კარნის პრესსპიკერის განმარტებით, განცხადების ფორმულირება ნიშნავს, რომ ორივე მხარეს სურს შეთანხმების მიღწევა მომდევნო 30 დღის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს