მარკუს ლამერტი: როდესაც შეზღუდვა დაწესდება ევროკავშირის დონეზე, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები აღარ იქნება შესაძლებელი

ევროკომისიის სპიკერი მარკუს ლამერტი ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი კომიტოლოგიის პროცესით დაუჭირეს ქართული დიპლომატიური და ოფიალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას. საქმე ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტს, მათ მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით კვლავ შეეძლებათ.
„ევროსკოპის“ კითხვის პასუხად მარკუს ლამერტმა თქვა, რომ გასულ თვეში კომისიამ ახალი ახალი მექანისმის ფარგლებში დაიწყო პროცედურა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მიმდინარე კვირის დასაწყისში კი წევრმა ქვეყნებმა დადებითი დასკვნა გასცეს.
2025 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.
💭 „ეს ნიშნავს, რომ კომისიას ახლა შეუძლი, რომ მიიღოს იმპლემენტაციის რეგულაცია. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს – დაელოდეთ“, – თქვა ლამერტმა.
საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგ 2 ქვეყანა წავიდა – უნგრეთი და .
მარკუს ლამერტი ამბობს, რომ ახალი წესები, ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს შეჩერების ერთიან გამოყენებას ყველა წევრ ქვეყანაში.
💭 „ეს ახალი წესების მართლაც მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც მას განასხვავებს იმისგან, რაც გასულ წელს გვქონდა. ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების ერთიან გამოყენებას ყველა წევრ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ როდესაც შეზღუდვა დაწესდება ევროკავშირის დონეზე, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები აღარ იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.