მარკო რუბიო – უკრაინასა და რუსეთს მშვიდობისკენ გზა ვაჩვენეთ, ახლა მათ „დიახ“ უნდა თქვან

უკრაინასა და რუსეთს მშვიდობისკენ გზა ვაჩვენეთ, ახლა მათ „დიახ“ უნდა თქვან, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ ვარიანტები, რათა ომის დასასრულებლად საჭირო საკითხები განეხილათ. ამ ომის დასრულება შესაძლებელია. თანხმობა ორივე მხარემ უნდა განაცხადოს. ჩვენ მათ წინსვლისთვის გზა ვაჩვენეთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.
„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ მათ ფინიშის ხაზი ვაჩვენეთ, მაგრამ იქამდე ორივე ქვეყანა უნდა მივიდეს. ახლა ორივემ „დიახ“ უნდა თქვას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა