მარკო რუბიო: როდესაც რუსები ალასკაზე დაფრინდნენ საწვავის შესავსებად, მათ მოუწიათ, გადახდა ნაღდი ფულით შემოეთავაზებინათ, რადგან მათ ჩვენი საბანკო სისტემის გამოყენება არ შეუძლიათ

“ყოველი სანქცია, რომელიც ძალაში იყო, როცა მან [ტრამპმა] თანამდებობა დაიკავა, ადგილზეა და სანქციების გავლენაც ასევე ძალაში რჩება. როდესაც რუსები ალასკაზე დაფრინდნენ საწვავის შესავსებად, მათ მოუწიათ, გადახდა ნაღდი ფულით შემოეთავაზებინათ, რადგან მათ ჩვენი საბანკო სისტემის გამოყენება არ შეუძლიათ, ისინი [სანქციების] შედეგებს ყოველდღე აწყდებიან.
თუმცა, საბოლოო ჯამში ამას ომის მიმართულება არ შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები უადგილოა, არამედ ამას ომის შედეგი არ შეუცვლია. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ვამთავრებთ ამ ომს.
ამ ომის დასასრულებლად საჭიროა, რომ რუსებთან ლაპარაკი შეგეძლოს. რამდენადაც არ მოსწონს ეს ხალხს, რამდენადაც უსიამოვნოდ მიიჩნევს ამას ხალხი, ომის დასრულების ერთადერთი გზაა, რომ დაითანხმო, ასევე უკრაინელებიც, მაგრამ რუსები უნდა დაითანხმო სამშვიდობო შეთანხმებაზე და იმ წუთსვე, როცა ახალ სანქციებს გამოაცხადებ, მაგიდასთან მათი მოყვანის შენი უნარი, ჩვენი უნარი სერიოზულად შესუსტდება – ეს მომენტი შესაძლოა, მაინც დადგეს, მაგრამ როცა დადგება შენი გზავნილია, რომ ამ დროისთვის მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა არ არსებობს.”
– აღნიშნა -ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი