მარკო რუბიო – პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე – ის მზადაა, მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ზე და, გარკვეულწილად, სამართლიანად, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან – ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ საკითხი მინერალებზე უფლებების შესახებ და ავუხსენით მათ, ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში – არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების მიერ გაცემული თანხის – დაახლოებით, 200 მილიარდი დოლარის – ნაწილს და ასევე – ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამ გარიგების გაკეთება. ორი დღის შემდეგ წავიკითხე, რომ ზელენსკი ამბობს: „მე უარი ვთქვი გარიგებაზე, მე მათ ვუთხარი, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ“. ეს იმ შეხვედრაზე არ მომხდარა“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, მ აშშ-ის მიმართ გარკვეული მადლიერება უნდა გამოხატოს.
„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია.
„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან მას აქვს გავლენა ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. იქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს სურს მშვიდობა, რადგან ის უკრაინაზე ზრუნავს.
„ის მზადაა, მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს, რადგან ზრუნავს უკრაინაზე და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც ერთგვარ კონტრშეტყობინებებს აგზავნის. ეს უაღრესად, კონტრპროდუქტიულია“, – აღნიშნა რუბიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე