აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საკითხიც განიხილეს, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლემისთან მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია რუსეთ – უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტაა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა და მარკო რუბიომ გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გამართული შეხვედრა და საერთო მიზანი – უკრაინაში ომის დასრულება განიხილეს.
