მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ს მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი მარკო რუბიოს კანდიდატურას.
სენატში კენჭისყრა ჩატარდა 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
100-წევრიან სენატში, რომლის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, რუბიოს კანდიდატურა 99 ხმით დაამტკიცეს. მარკო რუბიოს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატებმაც.
ფლორიდის შტატის ყოფილი სენატორი, 53 წლის მარკო რუბიო ს ადმინისტრაციის პირველი, თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცებული მაღალჩინოსანია.