მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დღეს შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ღონისძიების ფარგლებში გაიმართება.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ASEAN-ის ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა მზადდებოდა.
ცნობისთვის, მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)