მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანი რუბიო მიესალმა რუსეთსა და ს შორის ტყვეების 1000 1000-ზე პრინციპით გაცვლას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტრუქციული და კეთილსინდისიერი დიალოგი ომის დასრულების ერთადერთი გზა უნდა იყოს.
„მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებები უკრაინასთან კონსტრუქციული და კეთილსინდისიერი დიალოგისკენ, როგორც ომის დასრულებისკენ მიმავალი ერთადერთი გზისკენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს