მარკო რუბიომ და მისმა პოლონელმა კოლეგამ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს

შეხვედრაზე, რომელიც 21 თებერვალს გაიმართა ვაშინგტონში, მხარეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე, „ნატოს მოკავშირეების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის დაუყოვნებლივ ზრდის საჭიროება“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა პრეზიდენტი ტრამპის სურვილს და მიზანს ში კონფლიქტის გრძელვადიანი ეფექტიანობით დასრულების შესახებ.
სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურეს -პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელობა და განიხილეს ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები, განსაკუთრებით თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში.
მარკო რუბიომ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის ცნობით, პოლონელი კოლეგის მიმართ გამოხატა „მადლიერება იმ მაგალითისთვის, რომელსაც პოლონეთი ქმნის თავდაცვაზე მიმართული ხარჯების ზომით.
„ჩვენ ასევე განვიხლეთ რუსეთ-უკრაინის ომი და საჭიროება, ნატოს მოკავშირეებმა დაყოვნების გარეშე გაზარდონ თავიანთი თავდაცვის სახჯები“, – დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.
იმავე დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას. სიბიჰამ მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.
„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მოვახდინეთ პოზიციების კოორდინირება ს სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ“, – განაცხადა სიბიჰამ.
მოგვიანებით მინისტრი სიბიჰა ასევე ესაუბრა მარკო რუბიოს და X-ზე დაწერა:
„მე ვესაუბრე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა გაგრძელდეს შედეგზე ორიენტირებული დიალოგა უკრაინასა და აშშ-ს შორის“.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ, მე ხაზი გავუსვი უკრაინის მტკიცე ნებას მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც გააძლიერებს უკრაინასა და აშშ-ს“, – აცხადებს ანდრიი სიბიჰა.
შეხვედრასა და განცხადებებს წინ უძღოდა ბოლო პერიოდში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრიანის პრეზიდენტ ს უთანხმოება რუსეთ-უკრაინის ომთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.
ფორუმი