მარკო მიხელსონი გივი თარგამაძის დაკავებაზე – რუსეთი, საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ შეტევას ახორციელებს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი, საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ შეტევას ახორციელებს.
„რუსეთი, საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ შეტევას ახორციელებს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დღეს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება