L’Equipe-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბები პსჟ-ის კაპიტანის მარკინიოსის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი და ფეხბურთელის ძმასთან, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს საუდის არაბეთიდან უახლოეს მომავალში ოფიციალურ შეთავაზებასაც გაუკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წელს “რომადან” გადაბარგდა და გუნდის უცვლელ წევრად იქცა.
