მარკეტა გრეგოროვა – პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე

კი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ის [] პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე , – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტის კითხვას, ჯერ კიდევ ითხოვენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად.
როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ” ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას გეგმავს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის სივრცე არ არის.
“თუ “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აკრძალავს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, სააკაშვილის წარსულის გათვალისწინებით “ნაციონალურ მოძრაობაში”, არ მგონია, რომ ახლა სივრცე იყოს ამისთვის. ვნახავთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სად მიგვიყვანს პროცესები”, – განაცხადა გრეგოროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები