ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისში ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოში, შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება – და მის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. ახლახან ჩამოვედი თბილისში ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით“, – წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, არჩევნების შესახებ კომენტარს კვირამდე არ გააკეთებს.
„უპირველეს ყოვლისა, დაე, ის თავისუფალი იყოს“, – წერს ევროპარლამენტარი.