მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას

ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის აკრედიტაცია გაასაჩივრა, მსგავსი რამ პირველად მოხდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში.
„პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ ს დამრღვევი პირების წინააღმდეგ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა [ნაბიჯი] დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში უამრავი პოლიტპატიმრის შესახებ საუბრობენ, იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები, თუ ყოფილი პრეზიდენტი .
„არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ საკუთარი რეზოლუციაც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა ყველაფერი “ქართული ოცნების” მხრიდან გარკვეული ცვლილებებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ცვლილებები უნდა შეეხოს საარჩევნო კომიტეტს. როგორც ვიცი, გასულ წელს მათ წესები ისე შეცვალეს, რომ იქ “ქართულ ოცნებას” უდიდესი წარმომადგენლობა ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს, რათა მეტი კონტროლი და ღიაობა იყოს.
არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი სუბიექტის ზედამხედველობის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს სადამკვირვებლო მისიები, ეუთო, ან გაეროც კი, რასაც აირჩევენ. მაგრამ ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ისევე, როგორც აქამდე, მაშინ უბრალოდ იმავე პოზიციაში აღმოვჩნდებით. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ევროპარლამენტში უამრავი პოლიტპატიმრის შესახებ ვსაუბრობთ, იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ამან არსად არ მიგვიყვანა. ერთადერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელმაც საპატიმრო დატოვა, იყო , რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. სხვა შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” არაფერი გაუკეთებია პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასე რომ, ახლა, როდესაც მათ უმრავლესობა აქვთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათი მომავლის შესახებ. ამიტომაც ვსაუბრობ ევროკავშირისგან მეტი ზეწოლისა და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
გარდა ამისა, მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, შესაძლებლობების ფანჯარა არსებობდა.
„სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს. მე პირადად მიმაჩნია, რომ როდესაც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, შესაძლებლობების ფანჯარა არსებობდა, რადგან საქართველო ბელარუსი არ არის. ბელარუსს, სამწუხაროდ, არასდროს ჰქონია დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველომ კი დემოკრატიული ინსტიტუტები ბოლო 30 წლის განმავლობაში ააშენა. მათი ერთ წუთში განადგურება შეუძლებელია, მათი დაცვა კი შეიძლება, მაგრამ ამისთვის სხვადასხვა აქტორების და ქუჩაში მყოფი ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. ამას მარტო ნამდვილად ვერ გააკეთებდა.
ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, მიზანმიმართული სანქციებით, ბევრად უფრო ძლიერი რეაქციით, მხარი დაეჭირა ამ მოძრაობისთვის. არა ჩარევით, არამედ იმის მხარდაჭერით და იმ იმპულსის შენარჩუნებით, რაც ადგილზე იყო.
მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ეს ფანჯარა. არცერთი რეზოლუცია აღარ შეცვლის ამას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს დღემდე ძალიან ვუჭერ მხარს, როგორც აღვნიშნე, ასევე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. [საქართველოში] ახალი პრეზიდენტია და ჩვენ არ გვექნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა იქამდე, ვიდრე რამე დრამატულად არ შეიცვლება. მაგალითად, თუ ში ომს წააგებს, რაც, რა თქმა უნდა, მთელ რეგიონს სრულიად შეცვლის“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, მან ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნამდვილად სიმპტომატურია, როგორ მიუდგება ასეთ საქმეებს მთავრობა.
„ეს [მზია ამაღლობელის საქმე] მიუთითებს იმაზე, რომ ახლა “ქართულ ოცნებას” ევროპული მომავალი, რომელზეც არჩევნებამდე პრეტენზია ჰქონდათ, არ აქვს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მისი [მზია ამაღლობელის] მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და უნდა უზრუნველყონ მისი კეთილდღეობა… იმ შემთხვევაშიც კი, თუ გყავს პოლიტპატიმრები, ძირითადი წესებია, უზრუნველყო ისინი საჭირო სამედიცინო მკურნალობით, ჯანდაცვითა და ყველაფრით. თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს, ის პოზიციონირებს ბელარუსისა და რუსეთის გვერდით. ეს არის საკმაოდ მკაფიო შეფასება და ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი რამ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, მან „ამერიკის მასთან“ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში მოგზაურობის აკრძალვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან უჭერს ამ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა იყოს სწორედ მთავრობის და პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, საით მიდის სიტუაცია და საით მიჰყავს ისინი “ქართულ ოცნებას”
„არ მინდა, რომ ჩემი კრიტიკა არასწორად გაიგოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი რეზოლუციები გამოიცემა, რომ საბჭო ასეთ ნაბიჯებს დგამს, რადგან რაღაც მაინც უკეთესია, ვიდრე სრულიად არაფერი. უბრალოდ, მინდა რომ მეტი [ქმედება] დავინახო. ამიტომაც ვარ კრიტიკული. თუმცა, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ასეთ ნაბიჯებს მნიშვნელობა აქვს და ის გარკვეული გზავნილია.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ძალიან ჩართული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს ვესაუბრები, ზოგს “ქართული ოცნებიდანაც” კი. ოქტომბრის არჩევნებამდე, ისინი თვლიდნენ, რომ რაც უნდა მომხდარიყო “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით, ეს ქვეყნის შიდა საქმედ დარჩებოდა და ევროპული მისწრაფებები ხელშეუხებელი დარჩებოდა. თუმცა, თუ მათ ნათლად დავანახებთ, რომ ევროპული მისწრაფებები დიდ საფრთხეშია, რომ ეს აისახება მათი პასპორტების, სავიზო რეჟიმის და სხვა მსგავსი მიმართულებებით, მაშინ იქნება მდუმარე უმრავლესობამ [საქართველოს მთავრობაში] გაიაზროს, რომ ისინი ნამდვილად სცილდებიან ევროპას და მეტად მიდიან რუსეთისკენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა იყოს სწორედ მთავრობის და პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, საით მიდის სიტუაცია და საით მიჰყავს ისინი “ქართულ ოცნებას”,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.