უკრაინისთვის ამერიკული დახმარების დაპაუზების შესახებ გადაწყვეტილების სისასტიკე დასაგმობია. ამის შესახებ ფრანგმა ოპოზიციონერმა, პარტია “ეროვნული გაერთიანების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მარინ ლე პენმა გამოცემა Le Figaro-სთან საუბარში განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების სისასტიკე დასაგმობია… ეს ძალიან სასტიკია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პატრიოტულ დაცვაში მონაწილეობენ”, – აღნიშნა ლე პენმა.
ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ “არავის არ შეუძლია შეერთებულ შტატებს დააძალოს დახმარების შენარჩუნება, თუ ქვეყანას აღარ სურს”, თუმცა აღნიშნა, რომ “ძალიან საეჭვოა აზრის შესაცვლელად უკრაინისთვის გონივრული ვადის არმიცემა”.
