მარინე ბერიძე: ყველას მიაგნო განგებამ და ყველას გაუსწორა თვალი!

“ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიღაც “კაი ოჯახის შვილი” და “კაი წინაპრების მემკვიდრე” მაშინაც ასე სამართლიანად მიიჩნევდა ხმამღალი თუ ჩუმი პროტესტის სახეების, მაგალითად მიხელ ჯავახიშვილის, ტიციანის, სამანელების და ა.შ. მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ს…
და მაშინაც საბედისწერო, ნათქვამი თუ უთქმელი და მრისხანე თანამემამულეთა თვალებში ჩაბუდებული სიტყვები: “დაგეწევათ ეს ცოდვა, დაგეწევათ!” – წყევლა-კრულვად ეჩვენებოდა და კიდევ უფრო გულქვას, კიდევ უფრო ჯიუტს, კიდევ უფრო ბოროტს, კიდევ უფრო შეუვალს ხდიდა შურისმაძიებელ მასას…
დიდხანს ვიმუშავე დიალექტოლოგიური ტექსტების მოსაპოვებლად ველზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პირადი ისტორიები ხშირად გადასწვდებოდა ხოლმე 30-იან წლებს…
დამეჯერება: ყველას “დაეწია”!
ყველას მიაგნო განგებამ და ყველას გაუსწორა თვალი!
ეს წყევლა არაა, ცხოვრების გაკვეთილია.
პ.ს. ამ პოსტს ზუსტი ადრესატი ჰყავს.
ყველაზე მეტად ვისგანაც არ ველოდი,” – წერს სოციალურ ქსელში ენათმეცნიერი მარინე ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა! – თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება

ალენ ბერსე – საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა – იმედი მაქვს, ძალიან მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კვლავ სწორი მიმართულებით მოძრაობისთვის