მარინე ბერიძე:  რას ნიშნავს აღიარება, რომ “პრევენციული” დაკავებები იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი (ანუ დაიჭირეს შემთხვევით “ბადეში მოყოლოლი” ადამიანები პრევენციის, ანუ მოსახლეობის დასაშინებლად)?!

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე: 
რას ნიშნავს აღიარება, რომ “პრევენციული” დაკავებები იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი (ანუ დაიჭირეს შემთხვევით “ბადეში მოყოლოლი” ადამიანები პრევენციის, ანუ მოსახლეობის დასაშინებლად)?!
1. დაკავებულები მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით მოხვდნენ ამ სიტუაციაში;
2. “პრევენციული” დაჭერებისთვის განსაზღვრული იყო დანაშაულთა ნუსხა (ნარკოტიკი, კოქტეილი, პოლიციელზე თავდასხმა, ჯგუფური ძალადობა და ა.შ.) და არა პიროვნული სია;
3. პროტესტი, რომელიც უნდოდათ დამნაშავეთა, ლუზერთა, უსაქმურთა თავყრილობად წარმოეჩინათ, აღმოჩნდა იმდენად მაღალი მორალური და ინტელექტუალური “სიმჭიდროვის”, რომ დაჭერილთა შორის ერთი ადამიანიც არ მოხვდა შემთხვევითი, ისეთი, რომელიც პროტესტის იდეას ოდნავ მაინც დაამცრობდა.
4. რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოიტანოთ? – დიახ! დიახ! – ისა, რომ პროტესტმა ნამდვილად შეძლო იდეურ, ინტელექტუალურ, სამართლიან და მებრძოლ ძალად ჩამოყალიბება და დღეს როგორც რუსთაველზე, ქაშვეთის წინ გაცნობილმა თანამებრძოლმა მითხრა თებერვლის ერთ ყინვიან ღამეს, “ფლომასტერით რომ შემოხაზო და ათ- ათ კვადრატულ მეტრად დაყო პროსპექტი, თითო კვადრატში თითო პარლამენტი ამოირჩევა”.
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა
სამწუხაროა, რომ “რუსული ხომალდის” გზის ნიშნები ჩემს ქვეყანაშიც საჭირო გახდა.
პ.ს. ჰო, სანამ აყაყანდებით: კი, იმ “კვადრატებში” ახლა უკვე ბევრი “ტიტუშკა”, გადაცმული “სუსელი”, ძველი კგბშნიკი, და უბრალოდ, უღირსი ადამიანიც შეიძლება გამოერიოს, თუმცა ასე თუ ისე, ყველა “მარკირებულია”. არ იდარდოთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერმა ირაკლი მ  “აჭარის“ ტელევიზიის ეთერში განაცხადა:  მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო.