მარინე ბერიძე: მომავლის საქართველოში უნდა დაფუძნდეს “აზდაკის პრემია” იმ კეთილსინდისიერი მოსამართლისთვის, ვინც…

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე: 

მომავლის საქართველოში უნდა დაფუძნდეს “აზდაკის პრემია” იმ კეთილსინდისიერი მოსამართლისთვის, ვინც ამ ჭაობიდან გამოსვლის პრეცენდენტს შექმნის.

შეგაახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.