მარინა ჩიტაშვილი – კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ, მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მარინა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი არა ერთი დასავლელი და ამერიკელი გულშემატკივრების მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონზე, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია.
ასე რომ იქნებოდა კარგა ხანია ჩანდა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ.
ამ თემაზე ბევრი შეფასებები მოვისმინეთ. ვხედავთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია. თქვენი როგორ შეაფასებდით იმას, რაც, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით 28 მაისს საქართველოს პარლამენტში მოხდა?
– მოხდა ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ არავის არ უნდა მოუსმინოს, მათ არ სჭირდებათ გარშემო არავინ, გადაწყვიტეს კანონის მიღება და თავისი არგუმენტებით დაამტკიცეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ის, რასაც აკეთებენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით ქვეყანაში შეწყდება პოლარიზაცია. მე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი მოხდება და არ მეორე.
თუ შევხედავთ თბილისში მიმდინარე პროცესებს, ეს ნამდვილად არ არის ხალხის უმრავლესობა, მაგრამ, ასეთი ქმედებებით პოლარიზაცია კი არ შეწყდება, პირიქით, გაიზრდება.
ახლა რა საჭირო იყო ამის გაკეთება, მართალი გითხრათ, მე ნამდვილად არ ვიცი. ძნელია იფიქრო იმის შესახებ, რომ თუ აქამდე ჩვენ ყველანი ვიყავით დამოკიდებული დასავლეთისა და დემოკრატიული ქვეყნების კეთილგანწყობაზე, დახმარებაზე. საქართველოსთვის დახმარების კუთხით პირველ ადგილს იკავებს, არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვგულისხმობ.
არადა, პარლამენტის ამ კანონით, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ავტორიტეტული ინსტიტუციები უგულებელყოფილიყო იყო. გვითხრეს, რომ მხოლოდ სახელისუფლებო გუნდს აქვს ზებუნებრივი ცოდნა და მათ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან.
პოლიტიკაში ასეთ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიების მქონე ხალხი ექცევიან იზოლაციაში და მათ მიმართ არის სულ ცოტა სპეციფიკური დამოკიდებულება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად არ არიან სანდო პარტნიორები. ისინი არ ასრულებენ იმ შეთანხმებებს, რაზედაც მათ ხელი აქვთ მოწერილი.
28 მაისს, პრინციპში ეს მოხდა. 84 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ არიან ვალდებულები დაიცვან რაიმე შეთანხმება, არ არიან დაიცვან ის, რაც კონსტიტუციაში თავად ჩაწერეს. არ არიან ვალდებული გაითვალისწინონ საკუთარი უახლოესი წარსული, საკუთარში, ვგულისხმობ ქვეყნის და არა პიროვნულ წარსულს, რომ მათ არა აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი სიცოცხლე შეალიეს იმას, რომ ეს ქვეყანა როგორმე გამოსულიყო იმ სფეროდან, რასაც ჰქვია პოსტსაბჭოთა სივრცე და ქვეყანა უკან არ დაბრუნებულიყო.
84 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ არიან ვალდებულები დაიცვან რაიმე შეთანხმება, არ არიან დაიცვან ის, რაც კონსტიტუციაში თავად ჩაწერეს. არ არიან ვალდებული გაითვალისწინონ საკუთარი უახლოესი წარსული, საკუთარში, ვგულისხმობ ქვეყნის და არა პიროვნულ წარსულს, რომ მათ არა აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი სიცოცხლე შეალიეს იმას, რომ ეს ქვეყანა როგორმე გამოსულიყო იმ სფეროდან, რასაც ჰქვია პოსტსაბჭოთა სივრცე და ქვეყანა უკან არ დაბრუნებულიყო
მათ არ გაითვალისწინეს ასევე ქვეყნის მომავლის პერსპექტივა, რომლის მოსახლეობის სულ ცოტა 30% დასავლეთში და არა იქ, სადაც მათ სურთ წარმოადგინონ საქართველო, შეიძლება აღმოჩნდეს იზოლირებული და ყველასაგან „გამორჩეული“ ქვეყანა, რომლის შესახებაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ექნებათ პასუხისმგებლობა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათ აქვთ ცოდნა იმისა, რომ იციან ეს ქვეყანა როგორი უნდა იყოს. ხოლო თუ ცუდი რამ მოხდება, ეს გაერთიანებული, ანუ „კოლექტიური ნაცების“ ბრალი იქნება.
– ვეტოს დაძლევაზე საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა ამერიკელმა სენატორმა რიშმა თქვა – „ასე დემოკრატები არ იქცევიან“.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას, უგულებელყო ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას“. მომხდარზე რეაქციები საკმაოდ კრიტიკულია. მე
ამ თემაზე ქვეყნის შიგნით შეფასებები კიდევ უფრო მკაცრია. ყველაზე ხშირად განმეორებადი შეფასება ასეთი იყო – 84 დეპუტატმა ღალატი ჩაიდინა. ბევრმა მათ „კოლექტიური მოღალატეები“ უწოდა. ბევრმა დაამატა, რომ კოლექტიური ღალატი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს და ასე შემდეგ.
თუ ამ ლოგიკიდან ამოვალთ ასე გკითხავდით – ზოგადად როგორია „კოლექტიური ღალატის“ ანატომია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღალატის ანატომიის მოტივი რა შეიძლება იყოს?
– როგორც ვთქვი, ამის მოტივი სრულიად გაუგებარია. ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი და ცხადი ისაა, რომ კანონი ემსახურება ძალაუფლების უზურპაციას. ავტორიტარიზმისა და ერთპარტიულობის გაძლიერებას. რადგან მომხდარს აქეთკენ მივყავართ.
ერთმნიშვნელოვანი და ცხადი ისაა, რომ კანონი ემსახურება ძალაუფლების უზურპაციას. ავტორიტარიზმისა და ერთპარტიულობის გაძლიერებას. რადგან მომხდარს აქეთკენ მივყავართ
რაც შეეხება, კოლექტიურ ღალატს. არის ეს კოლექტიური ღალატი იმიტომ, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღებებისგან არავინ არაფერი იცოდა. იმ 84 ადამიანში არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გაუკეთებიათ ისეთი რაღაცები, რაც ქვეყნისთვის მაშინ იყო მნიშვნელოვანი და სამოქალაქო გამბედაობის საუკეთესო მაგალითებიც ჰქონიათ.
ახლა, როცა ეს ადამიანები ასე ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის კრიტიკასაც კი არ უშვებენ. მათი განცხადებები რომ მათ ვერ მოისმინეს ვერანაირი არგუმენტირებული კრიტიკა, სასაცილოდაც კი გამოიყურება.
როდესაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი არგუმენტაციას უწუნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. როდესაც ამ ადამიანზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ მაღალ პოსტებს თავისუფალ ქვეყნებსა და საზოგადოებებში აღწევენ თავისი შრომით, ადამიანური და გონებრივი შესაძლებლობებით.
საუბრები იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ ესმით „ქართული ოცნება“ რის გამო იღებს კანონს, ეს არის არა მარტო ზედაპირული, არამედ „მანიაკური“ განცხადება. ამ სიტყვას თქვენ ბრჭყალებში ჩასვამთ, მაგრამ ეს სიტყვა ჩემი პროფესიის ტერმინოლოგიიდან ყველაზე კარგად ასახავს იმას რაც მოხდა. ამგვარი განცხადებების ავტორები ასე ფიქრობენ – მე ყველაფერი ვიცი, და სხვამ არასოდეს არ იცის.
საუბრები იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ ესმით „ქართული ოცნება“ რის გამო იღებს კანონს, ეს არის არა მარტო ზედაპირული, არამედ „მანიაკური“ განცხადება. ამ სიტყვას თქვენ ბრჭყალებში ჩასვამთ, მაგრამ ეს სიტყვა ჩემი პროფესიის ტერმინოლოგიიდან ყველაზე კარგად ასახავს იმას რაც მოხდა. ამგვარი განცხადებების ავტორები ასე ფიქრობენ – მე ყველაფერი ვიცი, და სხვამ არასოდეს არ იცის
ამდენმა ადამიანმა რომ ერთდროულად დაკარგოს მათთვის დამახასიათებელი პიროვნული და ინტელექტუალური შესაძლებლობები, სრულიად წარმოუდგენელია. ცხადია, რომ ისინი ამ საქმეს აკეთებენ სრულიად შეგნებულად. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანმა თქვა, – მე ვაკეთებ ამას ჩემი მრწამსის მიხედვით.
„კოლექტიური ღალატზე“ როცა საუბრობენ, ეს არის შეფასება იმის, რასაც უყურებენ ადამიანები. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ამგვარი ლოგიკა ეყრდნობა იმას, რომ ხელისუფლება ღალატობს საკონსტიტუციო ნორმებს. ღალატობს იმ შეთანხმებებს, რაზეც მას ხელის აქვს მოწერილი. ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ ქარტიას, რომელიც მიღებული გვაქვს და ვაღიარებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთს ამბობენ, მეორე რამეს აწერენ ხელს, და მესამენაირად იქცევიან.
დასავლური პოლიტიკური და დიპლომატიური კულტურა გამოირჩევა ბევრი რამით, მან შესაძლოა, ადამიანს ყველაფერი აპატიოს, მაგრამ, არ პატიობს ტყუილს. სულ ეგაა და მეტი არაფერი.
დასავლური პოლიტიკური და დიპლომატიური კულტურა გამოირჩევა ბევრი რამით, მან შესაძლოა, ადამიანს ყველაფერი აპატიოს, მაგრამ, არ პატიობს ტყუილს
– სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანონს იღებენ იმის გამო, რომ ხალხის უმეტესობას უნდა და ისინი იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს. უცნაური ისაა, რომ 30 წელია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ჩვენ სწორედ კოლექტიური დასავლეთი და ამერიკა გვეხმარება. ამ კანონითაც და სახელისუფლებო რიტორიკითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მტრები, ან უკეთეს შემთხვევაში პოტენციური მტრები არიან.
ისინი კი, ვინც დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი, მხედველობაში მაქვს მეზობელი , მათზე საუბრისას ზედმეტადაც კი კორექტურები არიან.
ამასაც რომ თავი დავანებით, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ – არჩევნებზე ვნახოთ ვის დაუჭერს ხალხი მხარს და ასე შემდეგ.
ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქროთ – ხალხის დაკვეთა და სურვილია საქართველოში ნაკლები დემოკრატია და ავტორიტარიზმი იყოს?
თქვენი აზრით, ხელისუფლების თავდაჯერებულობას ზურგს რა უმაგრებს?
– რაც შეეხება იმას, არის თუ არა საზოგადოების მხრიდან დაკვეთა ავტორიტარიზმზე? ავტორიტარიზმზე მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ ავტორიტარიზმის შემთხვევაში ადამიანებს ურჩევნიათ მთლიანად გადააბარონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ხელისუფლებას. ასეთი ადამიანების რაოდენობა ყველა ქვეყანაში არსებობს. ამ ადამიანების რაოდენობა იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არ არიან ეს ადამიანები ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში.
ავტორიტარიზმზე მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ ავტორიტარიზმის შემთხვევაში ადამიანებს ურჩევნიათ მთლიანად გადააბარონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ხელისუფლებას. ასეთი ადამიანების რაოდენობა ყველა ქვეყანაში არსებობს. ამ ადამიანების რაოდენობა იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არ არიან ეს ადამიანები ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში
მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სოციალური უთანასწორობა და სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანები გვყავს, ბევრი მათგანი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოს დოტაციაზეა, ეს ნიშნავს, იმას, რომ ამ ადამიანებისთვის პოლიტიკა არ არის მათი ცხოვრების დღის წესრიგი.
ისინი მოხარულები იქნებიან, თუ ვიღაც გამოჩნდება თუ გამოჩნდება ვინმე ლიდერი, რომელიც პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის მათი სოციალურად უზრუნველყოფის საკითხებს გადაიბარებს. ასეთი ხალხი საქართველოში ძალიან ბევრია.
ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ჩვენ ახლა თანაბრად ვართ გადანაწილებულები დაახლოებით ასე – იმათზე ვინც გადაცდა 50 წელს და ზემოთ და ვინც ამ ასაკის ქვემოთაა.
საქართველოს მოსახლეობის 35-40% შეადგენს ახალგაზრდობა, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება თავისი თავის პასუხისმგებლობა გადააბაროს ვიღაცა სხვას. პირიქით, მათ სჭირდებათ არჩევანის თავისუფლება. „ქართული ოცნება“ ნამდვილად მუშაობს სთვის იმ ხალხის მობილიზაციაზე, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდის სჯერა და ვინც მასზეა დამოკიდებული.
საქართველოს მოსახლეობის 35-40% შეადგენს ახალგაზრდობა, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება თავისი თავის პასუხისმგებლობა გადააბაროს ვიღაცა სხვას. პირიქით, მათ სჭირდებათ არჩევანის თავისუფლება. „ქართული ოცნება“ ნამდვილად მუშაობს არჩევნებისთვის იმ ხალხის მობილიზაციაზე, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდის სჯერა და ვინც მასზეა დამოკიდებული
ასეთები შეიძლება იყვნენ, ისინი, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს და მათი რიცხვი სტატისტიკით 200 ათასზე ოდნავ ნაკლებია, ასევე ისინი ვინც, თუ სწორად მახსოვს პენსიას იღებს 700 ათასზე ასევე ოდნავ მეტი ადამიანი. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებაზე ნამდვილად არიან დამოკიდებული. მათ გარდა, მხარდამჭერი ელექტორატის სახით ხელისუფლებას ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა.
ვინც სოციალურ შემწეობას იღებს და მათი რიცხვი სტატისტიკით 200 ათასზე ოდნავ ნაკლებია, ასევე ისინი ვინც, თუ სწორად მახსოვს პენსიას იღებს 700 ათასზე ასევე ოდნავ მეტი ადამიანი. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებაზე ნამდვილად არიან დამოკიდებული. მათ გარდა, მხარდამჭერი ელექტორატის სახით ხელისუფლებას ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ განიხილავს მთელ ოპოზიციას. მთელი პარადოქსი ისაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მტრის შექმნილი სახე- ხატია და იგი რეალურად, არც არსებობს. „ერთიანი ნაცმოძრაობა“ორ პარტიადაა გაყოფილი, შესაძლოა უფრო მეტადაც, მაგრამ, ხელისუფლება ისე წარმოადგენს, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ მთელი ოპოზიცია და ისინი ყველანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიმდევარია.
ეს ასე არაა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ნარატივში არსებობს. საშინაო პოლიტიკაში ახლა რაც ხდება, ნარატივების ომიცაა. ნარატივი, რომ მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ ხელისუფლება ელექტორატს აშინებს. მათი აზრით, ეს ემსახურება საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ამავე საზოგადოებას ხსნის სახით „ქართული ოცნების“ გარდა სხვა გზა არ აქვს.
ხელისუფლება „კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ განიხილავს მთელ ოპოზიციას. მთელი პარადოქსი ისაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მტრის შექმნილი სახე- ხატია და იგი რეალურად, არც არსებობს. „ერთიანი ნაცმოძრაობა“ორ პარტიადაა გაყოფილი, შესაძლოა უფრო მეტადაც, მაგრამ, ხელისუფლება ისე წარმოადგენს, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ მთელი ოპოზიცია და ისინი ყველანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიმდევარია
ხელისუფლებისთვის არჩევნებზე ასევე მნიშვნელოვანია ელექტორატია ბრმად მორწმუნე მრევლი. საუბარია იმ მრევლზე, რომელიც ფიქრობს და აზროვნებს, მაგრამ, როგორც წესი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებას ანდობს. ადამიანთა ეს კატეგორია ექვემდებარება ეკლესიის მიერ განხორციელებულ არჩევანს პოლიტიკაში. ისინი არც განიხილავენ რაა სწორი და რა არა, ამიტომ, ისინი ჩვენ შესაძლოა, პროპაგანდისტებადაც კი ჩავთვალოთ, რომლებიც ჭკვიანური სახეებით ამტკიცებენ აბსურდს.
მრევლი ელექტორატის ის კატეგორიაა, რომელიც ექვემდებარება ეკლესიის მიერ განხორციელებულ არჩევანს პოლიტიკაში. ისინი არც განიხილავენ რაა სწორი და რა არა, ამიტომ, ისინი ჩვენ შესაძლოა, პროპაგანდისტებადაც კი ჩავთვალოთ, რომლებიც ჭკვიანური სახეებით ამტკიცებენ აბსურდს
დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი არსებობს მეორე მხარესაც და ისინი განსხვავებულად ფიქრობენ. მათი განსხვავებული ფიქრი მართლა განსხვავებული ფიქრია, რადგან ზოგს ვინ მოსწონს და ზოგს კიდევ ვინ. შესაბამისად, ასე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფილი ხალხი არ მოსწონს ხელისუფლებას.
ამიტომაცაა, რომ კარგა ხანია ოპოზიციაზე საუბრობს, როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ და მის მიმდევრებზე, არადა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არც არსებობს. ხელისუფლების პროპაგანდა ამას ეფუძნება, რაც ძნელად გადასალახ ბარიერად რჩება ოპოზიციისთვის. ასე რომაა, დანარჩენი ოპოზიციისთვის ძალიან დიდი მინუსია.
ჩემი აზრით, ოპოზიციამ იმაზე უნდა იმუშაოს, რომ არ დაკარგონ და შეინარჩუნონ თავისი ინდივიდუალური სახე, არ იქნენ გაიგივებული ხელისუფლების მიერ შექმნილ ნარატივთან თითქოს მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“.
ოპოზიციამ იმაზე უნდა იმუშაოს, რომ არ დაკარგონ და შეინარჩუნონ თავისი ინდივიდუალური სახე, არ იქნენ გაიგივებული ხელისუფლების მიერ შექმნილ ნარატივთან თითქოს მთელი ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“
– გასაგებია, რომ ამ კანონის მიღებაც 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ ახლა გვაქვს ასეთი სურათი და მოცემულობა – თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული საქართველო ერთი-ერთზე დარჩეს რუსეთთან.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს და მოვლენათა ამ სცენარით განვითარების საფრთხეები არ ესმოდეს.
როდესაც ხელისუფლება ამბობს რომ იგი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ითვალისწინებს, რა გამოდის – რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა მოსახლეობის სურვილია?
– არა, მე ვერ გეტყვით რომ ასეთი რამ ხალხის სურვილი იყოს. ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, არა ვარ დარწმუნებული რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა უნდოდეს. თუ ამგვარი პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, მას ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოაკლდება.
ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, არა ვარ დარწმუნებული რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა უნდოდეს. თუ ამგვარი პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, მას ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოაკლდება
რუსეთი ნამდვილად არის დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი მმართველობა, მაგრამ ამ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია, ვგულისხმობ ისეთ ევროპულ ქვეყნებს, ევროპაში ღარიბ ქვეყნებად რომ ითვლება. რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა და ეკონომიკურ სფეროში ეკონომიკური სტაგნაცია არ უნდა მოეწონოს „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველს. უფრო მეტიც, თუ ეს იქნება მთელი რიგი თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე მით უმეტეს.
საქართველოს მოსახლეობას თუნდაც იმის გამო არ უნდა გაუუქმონ ვიზალიბერალიზაცია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა და იმის ნახვის შესაძლებლობა ევროპაში ბევრი რამ როგორ ხდება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში ის კურსი გააგრძელა, რაც ახლა ჩანს, მას არჩევნებზე მოაკლდებათ ის ამომრჩევლები, რომელთა ოჯახის წევრები ევროპაში ცხოვრობენ და მუშაობენ.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში ის კურსი გააგრძელა, რაც ახლა ჩანს, მას არჩევნებზე მოაკლდებათ ის ამომრჩევლები, რომელთა ოჯახის წევრები ევროპაში ცხოვრობენ და მუშაობენ
ასევე ისინი, ვისაც კარგად ახსოვს თუ რა გადაიტანა ქვეყანამ რუსეთის გამო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. სწორედ რუსეთის გამოა რომ დღეს საქართველოს ამდენი დევნილი ჰყავს რუსეთის მიერ ოკუპირებული დან და სამხრეთ ოსეთიდან. არა მგონია, ამ ტერიტორიებიდან დევნილ ხალხს ოფიციალური თბილისის ამგვარი პოლიტიკა მოსკოვთან მოეწონოს.
– როგორც იურისტებმა განმარტეს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს, რომელმაც ერთი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, ცხადია პრეზიდენტი ამას არ იზამს კანონს დაუბრუნებს პარლამენტს.
ამის შემდეგ მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს და კანონი დაახლოების 10 დღეში, ანაც უფრო ადრე ძალაში შევა. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროში ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ვიცით, რომ ბევრ მათგანი „უცხო ქვეყნის გავლენის“ ქვეშ მყოფი ორგანიზაციის სტატუსზე უარს იტყვის. ბევრი, პროექტები რომ არ გაჩერდეს იძულებული იქნება გაიაროს რეგისტრაცია.
2024 წლის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, როცა ქვეყანა ამ არჩევნებს, ისევე როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში „აგენტებისა“ და „ხალხის მტრების“ სიებით შეხვდება?
– ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მე არა ვარ ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, მოვლენებს ვაკვირდები მხოლოდ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამიტომ არ ვიცი ამ საკითხზე არასამთავროებისა და მედიის წარმომადგენლები რას ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ მათ გარკვეული ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ.
სოციალური დახმარების ფონდი, რომელიც დასავლური დახმარებებით ფუნქციონირებს და იგი დასავლური დახმარებებით რომ საქმიანობს იმან რა უნდა ქნას? ჯარიმების გადახდის გზას დაადგეს თუ რა უნდა ქნან? ისინი ხომ ხალხს უფასო სერვიზებს სთავაზობენ? არ ვიცი რადგან ეს მრავალმხრივ გადასაწყვეტი ამბავია.
ახლა არ ვიცი, მაგრამ ეს კანონი მჭირდებოდა, წავიკითხე იგი კანონის მეორე მოსმენის შემდეგ, ახლა საბოლოდ რა წერია არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რა ეწერა კანონის საბოლოო მიღებამდე, – კანონი ამოქმედდება 60 დღეში.
თუ კანონის ამოქმედების საკითხი ისეა განსაზღვრული როგორ იურისტები ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ არჩევნებამდე „ხალხის მტრების“ საკმაოდ გრძელი სია აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ მაგიდაზე.
თუ კანონის ამოქმედების საკითხი ისეა განსაზღვრული როგორ იურისტები ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ არჩევნებამდე „ხალხის მტრების“ საკმაოდ გრძელი სია აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ მაგიდაზე
კანონი სახელისუფლებო პროპაგანდას პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სეგრეგაციის საშუალებას მისცემს. მხედველობაში მაქვს ტვ „იმედი“ და უკვე ამ ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებელიც.
ყური საკმაოდ გაწაფული მაქვს და რაც საზოგადოებრივზე მოვისმინე შემიძლია ვთქვა, იანვრიდან მოყოლებული საზოგადოებრივი უკვე აღარაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის არის კარგად მანიპურებული ტვ და ამ არხზე განსხვავებული აზრის გამოხატვა და მოსმენა, რეალურად შეუძლებელია.
– უმრავლესობის ლიდერმა მ პრეზიდენტის ინიციატივაზე რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდეს რეფერენდუმი თემაზე უნდა თუ არა მოსახლეობას ევროკავშირი, განაცხადა – „ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარების თაღლითურ გზას გვთავაზობს იმ თემაზე, რაც კონსტიტუციაში გვიწერია“.
პრეზიდენტმა თავის ვეტოში, თქვა რომ ამ კანონით ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლას ითვალისწინებს, იგივე გაიმეორა ვენეციის კომისიამ, ასევე ევროკავშირმა და კიდევ მრავალჯერ აშშ, გაუგებარია, რატომაა პრობლემური მმართველი გუნდისთვის ამ თემაზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება?
თუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაირღვა ახლა ამ პროცესმა სად შეიძლება მიგვიყვანოს და საერთოდ, საით მივდივართ?
– კანონის მიღების შემდეგ ეს პროცესი საით მიდის ცხადი გახდება არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი პარლამენტი. თუ მანიპულაციების გამოყენებით ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლომდე დაგვირღვევია მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლი. „ქართული ოცნების“ მთავრობა არ აპირებს არანაირ ურთიერთობებში შესვლას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს არის ცხადზე ცხადი. რასაც აქამდე ვუყურებთ, ამის თქმის საშუალებას იძლევა.
თუ მანიპულაციების გამოყენებით ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლომდე დაგვირღვევია მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლი. „ქართული ოცნების“ მთავრობა არ აპირებს არანაირ ურთიერთობებში შესვლას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს არის ცხადზე ცხადი. რასაც აქამდე ვუყურებთ, ამის თქმის საშუალებას იძლევა
თუ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ უმრავლესობა მიიღო, გაგრძელდება იმდაგვარი იწილო-ბიწილო, რაც გააღრმავებს კონფრონტაციას, იქნება დაპირისპირება, არ იქნება გარედან მხარდაჭერა არავითარი და ჩვენი სიღარიბეს კოეფიციენტი ძალიან აიწევს, უმუშევრობა გაიზრდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონი მიღებული არ იყო, როცა ერთ-ერთი ბანკიდან მომივიდა გზავნილი, რომ ანაბრის პროცენტი შეიცვალა და ის განახევრდა იმასთან შედარებით, რაც ამ ბანკს მანამდე ჰქონდა.
ამ კანონის მიღების შედეგი გამოჩნდება ეკონომიკაზე და მომავალში არანაირი კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი ჩვენ არ გვექნება.
ამ ეტაპზე ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობის მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა თუ პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნებას“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია.
ამ ეტაპზე ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობის მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა თუ პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნებას“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია
ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მომზადებულიყვნენ სახელისუფლებო ძალად მოსვლაში. თუ არჩევნების შედეგად პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი იმგვარი ექნებოდა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნებოდა სხვა პარტიებთან ერთად შეექმნა კოალიცია, ეს ქვეყანას მისცემდა შესაძლებლობას პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებოდა.
კანონის მიღების შემდეგ იწყება მარათონი არჩევნების დასრულებამდე. ამ ახალ ეტაპს სხვა ტაქტიკა სჭირდება, ვიდრე ისეთი ტიპის აქციები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. მარტო ამ აქციების იმედად ყოფნა, ოპოზიციის შეცდომა იქნებოდა.
კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპირნტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, მარათონს სტაერის ტაქტიკა სჭირდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი