მარიკა ბერძენაძე:
Irakli Melashvili ირაკლი მელაშვილი რა ენერგიასაც მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლას ახმართ, ეგ ენერგია არსებულ ანტიდასავლურ სისტემასთან ბრძოლაში რომ გაგეხარჯათ, ევროპულ გზაზე ვიდგებოდით დღესაც…
დღეს თქვენი სტატია გამოქვეყნდა ალიაში, სადაც ცდილობთ, შექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს სააკაშვილის ერთი ფრაზის გამო შესაძლებელია მთელი ისტორიის, კონტექსტისა და სამართლებრივი რეალობის წაშლა. სინამდვილეში კი საქმე გვაქვს არა ადამიანის უფლებების დაცვასთან, არამედ მორალურ შანტაჟთან და შერჩევით სამართლებრივ ლოგიკასთან
ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის დამოკიდებული იმაზე, მოგვწონს თუ არა კონკრეტული პირი. ადამიანის უფლებები ირღვევა მაშინ, როცა სახელმწიფო მოქმედებს კანონგარეშე და ეს პრინციპი ვრცელდება ყველა ადამიანზე, მათ შორის, იმათზეც, ვინც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ამაზე კამათი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
მაგრამ ზუსტად აქ იწყება ინტელექტუალური უსინდისობა:
თქვენ ერთდროულად ამბობთ, რომ „არავის აქვს უფლება გაუსამართლებლად მოკლას ადამიანი“, და ამავე დროს თავად აცხადებთ ადამიანს მკვლელად, სასამართლოს გარეშე, შემდეგ კი ამ სტატუსით ამართლებთ მის ლიკვიდაციას. ეს უკვე არა ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ ლინჩის ლოგიკაა.
თქვენ შეგნებულად ურევთ ერთმანეთში ორ სხვადასხვა საკითხს
1. სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევას და
2. კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს.
ცივილიზებულ სახელმწიფოში ეს საკითხები არასოდეს ირევა ერთმანეთში. სახელმწიფოს დანაშაული არ ქრება იმის გამო, რომ მსხვერპლი „ცუდი ადამიანი“ აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი სახელმწიფო უბრალოდ აღარ არსებობს.
თქვენს ტექსტში გამოყენებულია ყველაზე ბინძური მანიპულაცია – ადამიანის უფლებების ბრჭყალებში ჩასმა. აქვე გეტყვით, რატომაა ეს ბინძური, ბატონი! ეს ნიშნავს ერთ რამეს:
არსებობენ ადამიანები, ვისი უფლებებიც „ნამდვილი“ არაა.
ეს არის ზუსტად ის მსოფლმხედველობა, რომელმაც შექმნა ავტორიტარული რეჟიმები და არა ევროპული დემოკრატია


.
შეიძლება სააკაშვილი გააკრიტიკო. შეიძლება უმძიმესადაც გააკრიტიკო.
მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია.

საქართველომ სწორედ ამ აზროვნებით დაკარგა ათწლეულები. თუ დღეს ამას „ცივილიზებულობას“ ვარქმევთ, მაშინ უბრალოდ ვიტყუებთ თავს.
ევროპული სახელმწიფო არ დგას იმაზე, ვინ მოგვწონს და ვინ არა.
ის დგას ერთ პრინციპზე: კანონი არის ყველა პოლიტიკოსზე ზევით და ეს ეხება მოქმედსაც და ყოფილსაც!
თქვენ აკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილს ტექსტის საფუძველზე, რომელიც თავადვე ამბობთ, რომ ბოლომდე აღარ წაგიკითხავთ. ასეთ შემთხვევაში საუბარი უკვე არა არგუმენტებზე დაყრდნობაა, არამედ წინასწარი პოზიციაა. სხვა დროს რომ გაითვალისწინოთ…
უსინდისო ადამიანად არ მახსოვხართ პარლამენტიდან, მაგრამ ყველაფერი, რაც თქვენს სტატიაში წავიკითხე, უსინდისო რიტორიკაა.




