“განიხილა ჩემი ჩაცმულობა ამ კაცუნამ… შე საცოდავო უცნობო, სახლში შეაფასე ქალები და მე შეიძლება რჩევა მომცეს ჩემმა შვილმა, რა ჩავიცვა და რა დავიხურო. […] დღეს ყველაზე ძალიან ვიხალისე. […] მე კარგად მახსოვს უცნობი, ის ყველას ვაზელინი იყო, შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის, სააკაშვილის, ოცნების… ყველასი… და განიხილავს, რომ თურმე პატიმრის დედა დღითიდღე ლამაზდება. ვაი, შენს პატრონს, შე დაუბანელო, შე საცოდავო. […] გმადლობ, ბატონო, გმადლობ. ამაზე კარგი კომპლიმენტი რა უნდა მიმეღო, დღეს მთელი დღეა, კარგ ხასიათზე ვარ. […] თურმე რადგანაც 10 და 20 წელი აქვს პატიმარს, მისმა დედამ არ უნდა გაიცინოს, არ უნდა ჩაიცვას – იმათი დედა კიდეც გაიცინებს, კიდეც გაიპრანჭება, კიდეც ჩაიცვამს, რომ თავიანთ შვილებს დახვდნენ მხნედ და დედაშენი მართლა ვერ გაიცინებს შენი შემხედვარე. […] ჩემი თორნიკე ჩემთვის გმირია, ის ჩემი სიამაყეა” | ამბობს პროდასავლურ აქციებზე დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე Facebook-ლაივში და ოცნების პრიოპაგანდისტ უცნობს პასუხობს, რომელმაც თქვა: “ეს პატიმრის დედა ქალი ნელ-ნელა რომ ლამაზდება და მშვენიერდება – როგორ მოუხდა პატიმრის დედობა, მოკლედ. მარიზი ახალ “შმოტკაში” – როგორი გალამაზებული პატიმრის დედაა. ძალიან მაგარია რა… შვილი მე გაგახსენო?! შენი შვილი არის ციხეში, რასაც აპროტესტებ – ცოტა მოწყენილი მაინც დაგვენახე, ისე რომ განიცდი ამ ყველაფერს, თავით რომ გადაეშვი პოლიტიკურ ამბებში და მჭევრმეტყველურ განცხადებებს აკეთებ რა”




