მარია ზახაროვა Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსული დროშის მიმართ განხორციელებულ პერფორმანსს ეხმაურება.

ზახაროვა იმუქრება, რომ რუსული სამართალდამცავი ორგანოები ამ “აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.”
“დილით არაერთი ზარი გაისმა, რომლითაც კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ უცნობი ანტიგმირის ხრიკებზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში.
პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა უკეთებდეს მას ფსიქოპატი.
მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.
მესამე, დედოფალ თამარის ღირსეული შთამომავლები – წერეთლების ოჯახის დიდებული წარმომადგენლებიდან და პრინცი ბაგრატიონიდან, რომლებიც რუსული დროშის ქვეშ იბრძოდნენ, ნიკოლაი ცისკარიძემდე, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა – მათ თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს – უღირსი ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან ასოცირებენ ქართული პატივითა და სიამაყით. რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც ა, დაცემული რაიხსტაგის თავზე”, – წერს ზახაროვა.